GE

გაიზარდა იმ პროფესიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით, 21 აპრილიდან ცვლილება შევიდა „შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

კერძოდ, დადგენილებაში გაიზარდა ავიაციის სფეროში არსებული დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციების ჩამონათვალი:

სახელმწიფო ავიაციის სფერო:

მფრინავი/მფრინავი-ნავიგატორი – საფრენი აპარატების ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, საფრენოსნო დაგეგმვის, მფრინავთა მომზადების, ფრენების ხარისხიანი შესრულებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა; ეკიპაჟების დამოუკიდებელი მომზადების უზრუნველყოფა; ეკიპაჟთან ერთად საფრენი აპარატის კაბინაში წვრთნების ჩატარება; მფრინავი შემადგენლობის ნავიგაციისა და აერნაოსნობისათვის მომზადების დონის ანალიზი; საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების მომზადება და შემუშავება;

ინჟინერი/ბორტ-ინჟინერი – საფრენი აპარატების საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა; საავიაციო და რადიოელექტრონული მოწყობილობების ლაბორატორიული ტექნიკური მომსახურების შესრულება; სახელმწიფო ავიაციის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა (EASA) და სხვა დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემის დანერგვის განხორციელება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის მეთოდოლოგიური დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება; ხარისხისა და უსაფრთხოების ეფექტიანი აუდიტის განხორციელება;

„პედაგოგიკა დეფიციტური მიმართულებაა“ – რა თქვა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა

ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი – დადგენილი წესების მიხედვით, საფრენ აპარატზე ტვირთის განლაგების უზრუნველყოფა; საფრენი აპარატის სამაშველო, სამძებრო და სადესანტო-სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპლუატაცია;

ტექნიკოსი/ბორტ-ტექნიკოსი – საფრენ აპარატებსა და კომპონენტებზე გეგმური და არაგეგმური სამუშაოების შესრულება; საფრენი აპარატების ან/და კომპონენტების გაუმართაობების გამოვლენა და აღმოფხვრა;

ამ პუნქტით განსაზღვრული პირების ხელმძღვანელი პირი/პირები იმ შემთხვევაში, თუ მას/მათ უშუალოდ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ პირების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე“.

ასევე იხილეთ:

საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი: „უნივერსიტეტებში ყოველწლიურად სულ 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს“

14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური