„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 21 აპრილს, საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა დააჯილდოვა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით ვიცე-რექტორებმა, რაულ ქირიამ და ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიმართეს.
კონკურსში მონაწილეობა „ევროპის უნივერსიტეტის“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა მიიღეს.
გამარჯვებულები არიან:
- I ადგილი – ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი Noon Mohamed Abdelrahman Mohamed
- II ადგილი – ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტი Mohd Danish Raza Khan
- III ადგილი – ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტი Naina Gandhi
სტუდენტების ნაშრომები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებს „ევროპის უნივერსიტეტისგან“ შესაბამისი სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ესეების კონკურსის მიზანი საერთაშორისო სტუდენტების წახალისება იყო, რათა შეისწავლონ, გააანალიზონ და თავიანთი ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას საქართველოს უნიკალური კულტურული იდენტობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შესახებ.
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი