XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ალტე უნივერსიტეტის პროექტი – Career Hunter Camp 2026 იწყება
8, 9 და 10 მაისს, ალტე უნივერსიტეტი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ტრადიციულ ბანაკს – Career Hunter Camp გამართავს.
თუ ხარ XI-XII კლასების მოსწავლე, ალტე უნივერსიტეტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნო თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიებს, მოიპოვო 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი და აღმოაჩინო შენი მომავალი პროფესია!
კარიერული განვითარების ბანაკში გელოდება:
- პროფესიული ორიენტაციის ვორკშოპები;
- შეხვედრები ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, დეკანებსა და პროგრამის ხელმძღვანელებთან;
- კარიერული განვითარების ტრენინგები;
- სახალისო თამაშები და აქტივობები;
- ახალი მეგობრები და დაუვიწყარი მოგონებები.
ბანაკი სრულად დაფინანსებულია ალტე უნივერსიტეტის მიერ და გულისხმობს:
- მონაწილეთა კვებასა და განთავსებას ბაქსვუდის სკოლის კამპუსში;
- ტრენინგებსა და შეხვედრებს კარიერული განვითარების თემაზე;
- გასართობ აქტივობებს.
თუ გსურთ ბანაკში მონაწილეობის მიღება, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ბიზნესის Online სკოლას იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ხარისხიანი განათლების მხარდასაჭერად „ალტე უნივერსიტეტი“ და „თეთრი კვადრატი“ თანამშრომლობას იწყებენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი