GRUNI-ს პროფესორი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
უნივერსიტეტის მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ასამბლეაზე წარდგენილ მოხსენებაში ქართველმა პროფესორმა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები, აგრეთვე, ციფრულ ეპოქაში ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში პარლამენტის მნიშვნელობა განიხილა.
აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა, ამავდროულად, საჭიროებს პასუხისმგებლიან და გააზრებულ მიდგომას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები სათანადოდ იქნას დაცული.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი