GE

10 ფილმი, რომლებიც ახალ წელს უნდა ნახოთ

ახალი წელი და მისი თანმდევი სადღესასწაულო დღეები იმაზე ახლოსაა ვიდრე გვგონია. საჩუქრებს, მორთულ ნაძვის ხეებს, გემრიელ კერძებს და შუშხუნა სასმელს თან ახლავს დასვენების ნანატრი დღეები. თბილი სასმელი, გემრიელი სასუსნავი და სასიამოვნო ფილმი, სადღესასწაულო დღეებში შესანიშნავ მეგზურობას გაგიწევთ.

გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც საახალწლო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

The Holdiay – მსუბუქად საყურებელი მელოდრამა, კომედიური ჩანართებით, არაჩვეულებრივი მსახიობებით და რაც მთავარია, საახალწლო განწყობით ნამდვილად გაგიხალისებთ ერთ-ერთ საღამოს.

Bridget Jones’s diary – რომანტიკული კომედია, კარგად შერჩეული მსახიობებით, ბევრი სასაცილო მომენტით და ჭეშმარიტად საახალწლო განწყობით.

Love Actually – ბრიტანული, რომანტიკული კომედია, სადაც მოქმედება რამდენიმე, განსხვავებული ხაზით ვითარდება. Spoiler alert – რა თქმა უნდა ყველაფერი ბედნიერად სრულდება.

Home Alone – ახალი წელი ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელია. მისი პირველი, მეორე და მესამე ნაწილი უკვე კარგა ხანია რაც ჟანრის კლასიკად იქცა. არც ეს დღესასწაულები ჩაივლის მათ გარეშე.

HOW THE GRINCH STOLE CHRISTMAS – ახალ წელს ყოველთვის თან ახლავს განსხვავებული განწყობები, ზოგი მოუთმენლად ელოდება დღესასწაულებს, ზოგი კი სკეპტიკურადაა განწყობილი. ასეთი “გრინჩები” საბოლოოდ მაინც ნებდებიან და ბოლომდე შეიგრძნობენ ამ ჯადოსნური დღეების სილამაზეს.

A CHRISTMAS TALE – მიუხედავად იმისა რომ ეს ფრანგული ფილმი უფრო მეტად დრამაა, ვიდრე კომედია. ის სასიამოვნოდ საყურებელია და ნამდვილად შეგიქმნით საოჯახო, საახალწლო განწყობას.

A CHRISTMAS CAROL – ვინ თქვა რომ ანიმაციური ფილმები მხოლოდ ბავშვებისთვისაა? რობერტ ზემეკისის ეს არჩვეულებრივი მულტფილმი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და აუცილებლად შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას.

LAST HOLIDAY – მსუბუქი მელოდრამა, არაერთი კომედიური მომენტით დაგარწმუნებთ რომ ყველაფერი, თუნდაც ერთი შეხედვით უსიამოვნო შემთხვევა, უკეთესობისთვის ხდება.

Harry Potter – ჩემთვის, ახალი წლის დღეები და ჰარი პოტერის რვავე სერია ერთმანეთთან განუყრელ კავშირში არიან. ცოტა ჯადოსნობა ყველა დღესასწაულს უხდება. სცადეთ თქვენც!

New Year’s Eve – საახალწლო, რომანტიკული კომედია, მსახიობების ვარსკვლავური შემადგენლობით და ნიუ-იორკული განწყობით.

ავტორი – ann.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური