GE

10 წიგნი, რომელიც ტვინს „გაგიახლებთ“

ამ წიგნებს არამხოლოდ კითხვის დროს ვერ მოწყდებით, არამედ მისი დასრულების შემდეგ, კიდევ კარგა ხანს დაგიტოვებთ მრავალფეროვან ემოციებს. ისინი იუწყებიან მთავრი გმირების რთულ არჩევანზე, რომლებიც იძულებულები არიან სინამდვილეს შეებრძოლონ. ეს ისტორიები სამყაროს სხვა კუთხით გვანახებენ. გთავაზობთ 10 წარმოუდგენლად ღრმა წიგნს, რომელთაც მსოფლმხედველობის შეცვლა შეუძლიათ.

ჯორჯ ორუელი – ,,1984“

პირველად ორუელის ეს რომანი 1949 წელს გამოაქვეყნეს. მალევე ის ანტიუტოპიური ჟანრის კლასიკური ნაწარმოები გახდა. წიგნში პირველად ჩნდება დიდი ძმის არსებობის იდეა. ასევე ჩნდება ტოტალური რეჟიმის გაგება, რომელიც აქტულურობას დღესაც ინარჩუნებს.

რეი ბრედბერი – ,, 451º ფარენჰაიტით“

რომანი სამომხმარებლო აზროვნების მომხრე საზოგადოებას აღწეს. ყველა წიგნს, რომელიც ადამიანს ცხოვრებაზე დააფიქრებს, წვავენ. ავტორმა ასახა ადამიანები რომლებმაც ერთმანეთთან, ბუნებასთან და კაცობრიობის ინტელექტუალურ მემკვიდრეობათან კავშრი დაკარგეს.

ფრანც კაფკა – ,,პროცესი“

კაფკა ,,პროცესს“ 1914-1915 წლებში წერდა, მაგრამ ის მხოლოდ 1925 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ეს არის უნიკალური ისტორია ბანკის თანამშრომელზე, რომელიც გაუკრვეველი მიზეზით დააკავეს. გმირი ყველანაირად ცდილობს გაარკვისო თუ რაში ადანაშაულებენ მას, მაგრამ ამაოდ.

ჯონ კენედი ტული – ,,რეგვენების შეთქმულება“

იგნაციუს ჟ. რაილი – ინტელექტუალი, იდეოლოგი, ლონდრე, ღორმუცელა, ეზიზღება თანამედროვეობა სათანადო თეოლოგიის ნაკლებობისა და გეომეტრიის გამო. ეს არის გმირი, რომელსაც მსოფლიოს სატირულ ლიტერატურაში ანალოგი არ ჰყავს.

ოლდოს ჰაქსლი – ,,საოცარი ახალი სამყარო“

ამ ფანტასტიკურ შედევრში მსოფლიოს კონტროლიორები იდეალურ საზოგადოებას ქმნიან. უმრავლესობას აკმაყოფილებს სამყარო, რომელიც გენურ ინჟინერიაზე, ტვინის გამორეცხვასა და კასტების მკაცრად გაყოფაზე აღმოცენდა. თმცა ყოველთვის არსებობს ის, ვისაც თავისუფლება სწყურია.

უილიამ გოლდინგი – ,,ბუზთა ბატონი“

გოლდინგის ეს ალეგორიული რომანი ბესტსელერი გახდა და ზოგიერთი კოლეჯის სასწავლო პროგრამაშიც შევიდა. ნაწარმოები მოგვითხრობს ბიჭებზე, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ.

ჯოზეფ ჰელლერი – ,,შესწორება-22“

ნაწარმოები ბიუროკრატიული მმართველობის პირობებში რწმენის დაკარგვასა და საღ აზროვნებაზე მოგვითხრობს. კაპიტანი იოსსარიანი იტალიაში, ბომბდამშენების ბატალიონში მსახურობს. მისი მთავრი მტერი არა ნაცისტები, არამედ საკუთარი არმიაა.

მიტჩ ელბომი – ,,სამშაბათები მორისთან ერთად“

,,სამშაბათები მორისთან ერთად’’ არის სულში ჩამწვდომი ისტორია მიტჩ ელბომსა და მის დამრიგებელზე, მორი შვარცზე. ბევრი ჩვენგანი შორდება თავის მასწავლებლებს და მისი იდეები ჩვენი მეხსიერებიდან ნელ-ნელა იშლება. მიტჩს თავის სოციოლოგიის პროფესორთან შეხვედრის მეორე შანსი ეძლევა, თუმცა მას რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენია.

დენიელ კიზი – ,,ყვავილები ელჯერნონისთვის“

ისტორიაში ნაჩვენებია დამოკიდებულება შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანებისადმი. აქ ნაჩვენებია ის, თუ როგორი გავლენა აქვს წარსულს მომავალზე. გონებრივად ჩამორჩენილი ჩარლი გორდონი მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტში, რომელიც შეიძლება მას ინტელექტის გაზრდაში დაეხმაროს. თუმცა ადრე მას მხოლოდ ცხოველებზე ცდიდნენ.

ტიმ ო’ბრაიენი – ,,რასაც თან დაათრევდნენ“

ძლიერი მეტაფორების გამოყენებით ავტორი მკითხველს ნათლად ანახებს მამაკაცების მდგომარეობას ომში. ნაწარმოებში მან ვიეტნამში მიღებული გამოცდილება გამოიყენა. წიგნში ო’ბრაიენი შლის საზღვებს მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურას შორის.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური