100%- იანი გრანტი წელს 4–მა გრანტის არმქონე სტუდენტმა მოიპოვა – კონკურსის შედეგები
საგრანტო კონკურსზე რეგისტრირებული 2 200-ზე მეტი სტუდენტიდან გრანტი მოიპოვა ან გაიუმჯობესმა 300-მა აპლიკანტმა.
ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ მიაწოდა. მისი თქმით, გრანტმომატებულ სტუდენტთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია.
„მთავრობის დადგენილებით 215- ათასი ლარი იყო გამოყოფილი იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურდათ გრანტის გაუმჯობესება. შედეგების მიხედვით, გრანტი ზოგს 100-%-იანი გაუხდა, ზოგს 70-იანი და დაახლოებით, 300 ადამიანს შეეხო ეს გრანტი.
შარშანდელთან შედარებით გაიზარდა დაფინანსებულ სტუდენტთა რიცხვი. შარშან 200-ზე მეტი იყო. წელს 300-ია“, – აღნიშნა ივა მინდაძემ.
სამასი სტუდენტიდან იმათი რიცხვი უფრო მეტია, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა და მოიპოვა გრანტი. ყველაზე მეტმა, 131-მა, 50%-იანი გრანტი აიღო. 22-მა, ვისაც არ ჰქონდა გრანტი, 70%-იანი აიღო და 4-მა უგრანტო სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება