122 საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება
დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, საქართველოს 122 საპილოტე საჯარო სკოლის დირექტორთა გადამზადება მიმდინარეობს თემაზე “სწავლების ინოვაციური მეთოდები და საკლასო დაკვირვება”. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2014 წლის 24 მარტიდან ხორციელდება. ტრენინგის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგიოლე ლია გიგაური გაეცნო.
ტრენინგების მიზანია საჯარო სკოლის დირექტორების, როგორც სასწავლო პროცესის ხელმძღვანელების მხარდაჭერა, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების პროცესში. ტრენინგები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს:
კითხვისა და მათემატიკის სწავლების ინოვაციური მიდგომები: კონსტრუქტივისტული სწავლება, სამფაზიანი სწავლება, განმავითარებელი შეფასება და ა.შ;
ეფექტური სასკოლო დაკვირვების ჩატარება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის მიცემა;
მოსწავლეთა შედეგების შესახებ მონაცემების შეგროვება და მათი ანალიზი და სხვ.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში. მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისათვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამების ჩატარება ხორციელდება, ასევე განხორციელება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის და მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება.
G-PriEd-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სკოლებისათვის ისეთ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნა და გადაცემა, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისათვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები, შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო