13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება
2024 წლის 13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება. სესიაზე წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები.
სესიის ორგანიზატორები არიან “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.
ღონისძიება გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ბორჯომის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელი არქეოლოგები (ავსტრიიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, იტალიიდან, სომხეთიდან).
მისამართი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი N76 (მეტრო გურამიშვილთან) ევროპის უნივერსიტეტი, I კორპუსი, მე-5 სართული, ზ. ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი.
სხდომის დასაწყისი – 11:00 საათი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი