GE

147-ე და 175-ე საჯარო სკოლებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში სპეციალურად დანიშნული ავტობუსი არ იმოძრავებს

პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდაზე მონაწილეთა დამატებითი ტრანსპორტით უზრუნველყოფა მხოლოდ ერთი მიმართულებით მოხდება – ავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117-ე საჯარო სკოლამდე იმოძრავებს.

თბილისის მასშტაბით მასწავლებელთა გამოცდა კიდევ ორ საგამოცდო ცენტრში 175-ე და 147-ე სკოლებში ტარდება, თუმცა სპეციალურად გამოცდისთვის ამ მიმართულებებით ტრანსპორტი არ დანიშნულა.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, მერიას გადაეგზავნა მოთხოვნა თბილისის საგამოცდო ცენტრებში ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ. მათი გადაწყვეტილებით კი სპეციალური ავტობუსი მხოლოდ 117-ე სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.

EDU.ARIS.GE-ს მერიის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, რომ მოთხოვნილი 4 საგამოცდო ცენტრიდან მხოლოდ 117-ე სკოლაში იმიტომ დანიშნეს ავტობუსი, რომ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ საგამოცდო ცენტრამდე მისვლა ვერ ხერხდება, ხოლო 175-ე და 147-ე საჯარო სკოლების მიმართულებით საერთო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს და საგამოცდო ცენტრამდე მისვლის პრობლემა აპლიკანტებს არ შეექმნებათ.

117-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური