147-ე საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა
თბილისის 147-ე საჯარო სკოლში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა, რომელსაც სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მანდატური უხელმძღვანელებს.
დღეს სკოლას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და შტაბის წევრებთან ერთად, პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი, მიწისძვრა). სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სამომავლოდ, მსგავსი შტაბები ყველა საჯარო სკოლის შენობაში განთავსდება. შტაბების შექმნის პროცესთან ერთად, წელიწადში ორჯერ ჩატარდება მსგავსი საევაკუაციო ღონისძიებები ყველა საჯარო სკოლაში, რათა ამაღლდეს მოსწავლის, პედაგოგისა და დირექციის ცნობიერება საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებში.
,,დღეიდან, 11 საპილოტე სკოლის ამდენივე მანდატური გადამზადდება საგანგებო სიტუაციების მართვაში, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ეფექტურად იმუშაონ მანდატურებმა და საგანგებო სიტუაციებში დაიცვან მოსწავლეები და უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო თავის მხრივ, კამპანიის ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებსა და ბაღებში’’ ფარგლებში, თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში აღსაზრდელთა ცნოებიერების ამაღლების მიზნით, სკოლებსა და ბაღებში ანალოგიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ახორციელებს,” – ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.
მისივე ინფორმაციით, ამ ტიპის ღონისძიებების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს, აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო