2015 წლის ეროვნული გამოცდების საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია
2015 წლის საგამოცდო ტესტები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, 2015 წლის გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk).
“საგამოცდო ტესტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საქართველოს ფოსტის საბაჟო ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის მთავარ სამმართველოებში გადაიტანენ. ტესტების ტრანსპორტირებისას დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა: საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები”,- აცხადებენ შეფასებისა და გამომცდების ეროვნულ ცენტრში.
გამოცდებისათვის რეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
• ერთიანი ეროვნული გამოცდები – 40 000 – ზე მეტი აბიტურიენტი;
• სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 000 – ზე მეტი სტუდენტი;
• საერთო სამაგისტრო გამოცდა – 12 500 – ზე მეტი კანდიდატი;
• პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა – 17 ათასზე მეტი პედაგოგი.
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ნაწილში, როგორიც აქამდე ჰქონდათ“
by აბიტურიენტებისათვის
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება