2018 წლის ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 9 აგვისტოს დაიწყება – პროცედურები
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაცია აბიტურიენტებისათვის 9 აგვისტოდან დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 9 აგვისტოს 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge
შესაბამისად, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
- ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
- “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს “შესვლა” და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას გამოცდების ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ).
საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.
ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გაითვალისწინეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს “გაგზავნა”. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
გაითვალისწინეთ, ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოთ განაცხადი.
განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).
იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი უკვე გადმოგზავნილი გაქვთ და გაგიჩნდათ სურვილი დაამატოთ დავალება/დავალებები ან სხვა საგანი/საგნები უკვე გადმოგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოთ წერილობითი განცხადების საფუძველზე.
გადმოგზავნილი განაცხადის გაუქმებაზე განცხადება უნდა დაწეროთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში – ე. მინდელის ქ. N9, რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
გაუქმების შემდეგ კი განმეორებით მოგეცემათ უფლება გააკეთოთ ახალი სააპელაციო განაცხადი დადგენილ ვადებში.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა გადაიფიქრა სააპელაციო განაცხადის შემოტანა და შესაბამისად, სურს უკვე გადმოგზავნილი სააპელაციო განაცხადის გაუქმება, აუცილებელია განაცხადი გააუქმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე.
სააპელაციო განაცხადის გაუქმების თაობაზე განცხადება უნდა დაიწეროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, თბილისში, ე. მინდელის ქ.N9, ხოლო რაიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
ის, ვინც გააუქმებს სააპელაციო განაცხადს სააპელაციო ვადებში, თანხა დაუბრუნდება უკან. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.
აბიტურიენტს მოუწევს თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა მითითებულ ვადებში, ასევე ბანკიდან ანგარიშის შესახებ ამონაწერის მოტანა. ამის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება სააპელაციო განაცხადების გასწორებისა და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
განაცხადების მიღება შეწყდება 15 აგვისტოს 18:00 საათზე.
რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ფაკულტეტების ჩამონათვალის შედგენისას – გამოცდები 2018
- რა უფლებები მიენიჭათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლებთან მიმართებით აჭარაში – განათლების მინისტრის ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- „ლექტორმა რა უნდა მისცეს ჩემს შვილს? არის საშიშროება, რომ ტვინში ჩაუტუმბოს რაღაც სიბილწე…“ – მშობელი ქუთაისიდან by პოზიცია
- როგორ უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა პასუხების ფურცელზე – NAEC-ის რჩევები უცხოური ენის გამოცდისთვის by რჩევები