2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს 13:00 საათზე გახდება ცნობილი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ, სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ, “ნედლ” ქულას, გათანაბრებულ ქულას, სკალირებულ ქულას, გამსვლელ ქულას შესაბამისი საგნისათვის. განმარტების სახით განთავებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი, იქვე იქნება განთავსებული ნაშრომის სკანირებული ასლი.
შედეგების ნახვას შეძლებთ ბმულზე შ ე დ ე გ ე ბ ი
აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი). ამისათვის საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 9 3 3 3 3, მომსახურების საფასური 50 თეთრია.
-
რა პრივილეგია ენიჭება ჩარიცხვის დროს აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობს – წესი
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს ღირებულებით განათლებას კიდევ 129 სასულიერო პირი ასწავლის – სკოლებში 175 კლუბი უკვე ფუნქციონირებს
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
„აშშ პოზიციებს კარგავს“ – ნახეთ ყველაზე პოპულარული ქვეყნები საერთაშორისო სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად
by ARIS.GE-განათლება