2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.
“დასრულდა 2018 წლის საგამოცდო პროცესები. დღეს, 13:00 საათზე გახდება ცნობილი საბოლოო შედეგები, ჩარიცხულთა სია და საგრანტო კონკურსის შედეგები. მე სულით და გულით ვულოცავ ყველა წარმატებულ სტუდენტს, რომლებიც მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგზე.
საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა იმ სტუდენტთა რაოდენობებზეც ისაუბრა, რომლებიც 2018 წლის გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ სახელმწიფოს სრულად დაფინანსებულ ფაკულტეტებზე და რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი.
“იმ აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა, რომლებმაც მოიპოვეს დაფინანსება (სახელმწიფო გრანტი) და იმ აპლიკანტთა როდენობა, რომლებიც მოხვდნენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე, 10 614-ია”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, წელს უმაღლეს სასწავლებლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, სადაც არცერთი აპლიკანტი არ ჩარიცხულა, დაახლოებით 15 000-ია.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელი, 2017 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებით სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება