GE

2019-2020 სასწავლო წლის სტუდენტთა საშემოდგომო მობილობა 31 ივლისს დაიწყება

2019-2020 წლის სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები განისაზღვრა. მობილoბის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე უნდა გაიარონ.

რაც შეეხებათ უმაღლეს სასწავლებლებს, მათ მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა – 2019 წლის 18 ივლისიდან 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა.

განათლების საინფორმაციო სისტემის ცნობით, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადად კი 2019 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით.

სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პორტალზე www.students.emis.ge

სტუდენტი მობილობის პროცესში მონაწილეობს პორტალზე ასახული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული საკონკურსო ქულით. მობილობაში მონაწილე სტუდენტს რეგისტრაციისას შეუძლია პრიორიტეტის პრინციპის დაცვით მიუთითოს სასურველი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების ჩამონათვალი. ამ პრინციპით სტუდენტს უფლება აქვს მიუთითოს არაუმეტეს 5 პროგრამისა. სტუდენტი, არჩევანის გაკეთების შემდეგ, ვალდებულია რეგისტრაციის დასრულების ვადებში გადაიხადოს მობილობის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული პორტალზე მობილობის შედეგების დათვლისას.

იხილეთ პროცედურები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური