2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო – ვადები და პროცედურა
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია კი 9 მარტს 10:00 სააათზე დაიწყება და 26 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.
მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ.
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2020
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
- რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა.
- საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
- საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:
2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობით.
შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ ქვემოთ მითითებული გადახდის ტერმინალებით ან ბანკის სერვის ცენტრების დახმარებით. თანხის გადახდის შემდეგ შეძლებთ რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
- თუ სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება