GE

2021 წლის აბიტურიენტთა გამოცდების ძირითადი სესიები სრულდება, ქულების გამოცხადება კი აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 აბიტურიენტებისთვის დასასრულს უახლოვდება. დღეს აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. დილის სესია ფიზიკისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, შუადღეს კი ზოგადი უნარებით გაგრძელდება. უკვე დღეიდან, საგამოცდო ცენტრები იმ მოქმედ მასწავლებლებსა და მასწავლებლის მსურველებსაც მიიღებს, რომლებიც საგანის გამოცდას აბარებენ.

საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გოგროძე ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში დაესწრო და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

„21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარება დაიწყება. დამატებითი სესიები დანიშნულია იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია. ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

EDU.AIS.GE დღესაც ესაუბრა საგამოცდო რეგისტრაციის რიგში მყოფ აპლიკანტებს, ისინი კვლავ სიცხეს უჩივიან და ამბობენ, რომ გამოცდიდან უფრო მალე გამოვლენ ვიდრე გეგმავდნენ.

„გუშინ ჩემს მეგობრებს ჰქონდათ გამოცდა და მითხრეს ზღვარისთვის რაც იყო საჭირო მხოლოდ ის ვწერეთო, რომ მალე გამოვსულიყავითო. არ ვიცი, ასეთ პირობებში რა ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ ბოლომდე იქ იჯდე, ასეთებს მართლა ეკუთნით უმაღლესი შეფასება”.

„ალბათ, როგორ გვინდა ჩაბარება, რომ ამ სიცხეში 2 საათი და 40 წუთი ვაპირებთ წერას თან პირბადით, მხოლოდ ამის გამო უნდა ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების. მგონი ფიქრობენ, ამათ ისე უნდათ ჩაბარება სუნთქვის გარეშეც დაწერენო, ექსპერიმენტის ნაწილი მგონია თავი, სადაც მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან”, – გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დამატებით სესიაზე ჯამში 235 აპლიკანტი გავა.

დამატებითი სესიები, რომელიც აბიტურიენტებისთვის უნდა ჩატარდეს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ასეთი განრიგით გაიმართება:

ქართული ენა და ლიტერატურა – 21 ივლისი (II სესია);
მათემატიკა – 23 ივლისი (II სესია);
უცხოური ენა – 25 ივლისი (II სესია).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს ჟუკა ბანძელაძემ და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური