ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 16 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:
ისტორია აირჩია – 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია – 17 000-მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება აირჩია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია აირჩია – 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა აირჩია – 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ხელოვნება აირჩია – 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 – ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები
by ARIS.GE-განათლება