2021 წლის ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია – სად იგეგმება საგამოცდო ცენტრების მოწყობა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად აქტიურად ემზადება და საგამოცდო ცენტრების აღჭურვის სამუშაოებისთვის გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს.
როგორც ცნობილი გახდა, უწყება წელს გამოცდების ორგანიზებას 25 საგამოცდო ცენტრში გეგმავს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იქნება განთავსებული.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თბილისში ახალი ცენტრი გაიხსნება და ის გლდანში 191-ე საჯარო სკოლაში იქნება განთავსებული, თუმცა ამავე ქალაქში, საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალში, აღარ გვხვდება დიღომში მდებარე 147-ე საჯარო სკოლა.
ცვლილებაა ქუთაისის საგამოცდო ცენტრებთან დაკავშირებითაც, ნუსხაში აღარ გვხვდება 23-ე საჯარო სკოლა. სამაგიეროდ, ცენტრი განთავსებული იქნება ამავე ქალაქის 17-ე საჯარო სკოლაში.
ცენტრები გამოცდისთვის აუცილებელი ტექნიკის გარდა, აღჭურვილი იქნება გაგრილების სისტემებით და დამცავი ბარიერებით.
აბიტურიენტებს საგამოცდო ქალაქები უკვე არჩეული აქვთ, საგამოცდო ცენტრებში მათი გადანაწილება სპეციალური პროგრამის საშუალებით მოხდება და ინფორმაცია საგამოცდო ბარათში აისახება.
იხილეთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი, სადაც 2021 წლის გამოცდებისთვის ცენტრების მოწყობა იგეგმება:
თბილისის 32-ე საჯარო სკოლა (თბილისი, სანზონა, ჩარგლის ქ. №24 )
თბილისის 39-ე საჯარო სკოლა (ქ.თბილისი, გლდანის 1-ლი მ/რ)
თბილისის 103-ე საჯარო სკოლა (ქ.თბილისი, მესხეთის ქ.72)
თბილისის 117-ე საჯარო სკოლა (ქ.თბილისი, თრიალეთის ქ. 7)
თბილისის 133-ე საჯარო სკოლა (ქ.თბილისი, ვარდისუბნის ქ. 8)
თბილისის 173-ე საჯარო სკოლა (ქ.თბილისი, გლდანის მე-3 მ/რ)
თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (ა) (ქ.თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ)
თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (ბ) (ქ.თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ)
თბილისის 177-ე საჯარო სკოლა (ქ.თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ)
თბილისის 191-ე საჯარო სკოლა (თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N30)
თბილისის 207-ე საჯარო სკოლა (ქ.თბილისი, ჩარგლის ქ. 34)
ქუთაისის 1-ლი საჯარო სკოლა (ქ.ქუთაისი, ცისფერყანწელთა ქ. 6)
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა (ქ.ქუთაისი, ნიკეას №44)
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა (ქ.ქუთაისი, რუსთაველის ქ. 127)
ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლა (ქ.ბათუმი, დ. თავდადებულის 47)
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა (ქ.ბათუმი, ბაგრატიონის 121)
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა (ქ.ბათუმი, ინასარიძის ქ. 11)
ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა (ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 9)
ფოთის მე-3 საჯარო სკოლა (ქ.ფოთი, ზამბახიძის ქ. 3 )
ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა (ქ.ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას ქ. 9)
გორის მე-3 საჯარო სკოლა (ქ.გორი, დ.ამილახვარის ქ. 26)
თელავის მე-8 საჯარო სკოლა (ქ.თელავი, თამარის ქ. 69)
ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლა (ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ.№2)
რუსთავის 22-ე საჯარო სკოლა (ქ.რუსთავი, ქუთაისის ქ. N6)
ხულოს საგამოცდო ცენტრი (დ.ხულო, შავაძის ქ. 3)
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება