აპელაციის შედეგად, აბიტურიენტს 21 ქულა მოემატა!
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აპელაციის შედეგად, ყველაზე მეტი – 21 ქულა, ქართული ენისა და ლიტერატურის ნამუშევარს მოემატა. ამავე საგანში 10-10 ქულა კიდევ 2 ნაშრომს უღიარეს. მეორე ადგილზეა ნაშრომი ლიტერატურაში, რომელსაც 11 ქულა მოემატა.
ყველაზე მეტი სააპელაციო განაცხადი სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნამუშევარზე შევიდა.
2021 წელს აბიტურიენტთა ნაშრომიდან გასაჩივრდა 3 355 (3% საერთო რაოდენობიდან). ქულა სულ 1 435 ნაშრომს მოემატა, შეფასება კი არცერთ აბიტურიენტს არ დააკლდა.
შეგახსენებთ, აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ – თანხის დაბრუნების ინსტრუქცია
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება