2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა
2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 9 სექტემბერს ავრცელებს.
2021 წლის მაგისტრობის მსურველებს, ნაშრომის სკანირებულ ასლთან ერთად, საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს არის საბოლოო შედეგი, გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.
იხილეთ 2021 წლის სამაგისტრო გამოცდების აპელაციის შედეგები
შედეგების გაგება გამოსაცდელებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
მაგისტრობის კანდიდატთა სია, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2021 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა.
აპელაციის შედეგების გასაჩივრების უფლება მაგისტრობის კანდიდატებს, ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვთ.
„არ ვიცი რა იმედი უნდა გვქონდეს, როცა სამგზავრო ბარათის გამო ვხდებით მაგისტრატურის სტუდენტები“
-
თუ საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 წელს ჩააბარეთ – რომელ მაგისტრანტებს აქვთ 3 დღიანი ვადა
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა გრანტირებული მაგისტრანტი და როდის გამოქვეყნდება 2025 წელს დაფინანსებულთა სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ დავიბრუნოთ საპრეტენზიო განაცხადისთვის გადახდილი თანხა – საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე