GE

როგორ დავიბრუნოთ საპრეტენზიო განაცხადისთვის გადახდილი თანხა – საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც 2025 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადეს, აღნიშნული თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარდგენა ელექტრონულად შეუძლიათ.

თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის ელექტრონულად წარდგენა ასევე შეუძლიათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომელთაც:

  • საპრეტენზიო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინეს საპრეტენზიო განაცხადი;
  • აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადებზე;
  • საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეეცვალათ ტესტის შეფასება.

განაცხადები, 2 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე, ელექტრონულად მიიღება ბმულზე 

თანხა მითითებულ ანგარიშებზე განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩაირიცხება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური