2024 წელს სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა
2024 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.
ვკითხულობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
EDU.ARIS.GE ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სტუდენტობას ულოცავს!
რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან წელს 80%-მა მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.
გთავაზობთ ჩარიცხულ აბიტურიენტთა რაოდენობას წლების მიხედვით:
2024 წელი – 32 000-ზე მეტი;
2023 წელი – 34 843
2022 წელი – 32 100
2021 წელი – 29 362
2020 წელი – 29 614
2019 წელი – 28 740
2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზემეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას – 1 600 – მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე რეგისტრირებული იყო – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
-
თხზულების წერისას, თუ აბიტურიენტის მსჯელობა შინაარსში გადადის – სამი ნაბიჯი ქართულის სპეციალისტისგან
by რჩევები
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა იზრდება – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება
-
არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება