19 ნოემბერს, თბილისში ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისში ახალგაზრდებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმზე, რომელიც ღიაა 18-დან 29 წლამდე ყველა დაინტერესებული პირისთვის, წარმოდგენილი იქნება 25-ზე მეტი კომპანია, 100-ზე მეტი ვაკანსიით.
„ერთ სივრცეში შეხვდებით დამსაქმებლებს და გაიგებთ, რას გთავაზობთ კომპანიები სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით.
მოდი, გაიცანი ადამიანები, შესაძლებლობები და მიმართულებები, რომლებიც შეიძლება შენი პროფესიული გზის დასაწყისი გახდეს“, – ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ 16 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასაქმების ფორუმი „ახალგაზრდული სახლის“ კამპუსში (სიმონ ჩიქოვანის ქ. 14 – ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ეზო) ჩატარდება.
-
პარლამენტში მარჩენალდაკარგული ბავშვების ფინანსური დახმარების გაზრდას ითხოვენ – „მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის ცოდნაში შეამოწმებენ – 15 წლის მოზარდებს AI წიგნიერების სერტიფიკატების მიღება შეეძლებათ
by ARIS.GE-განათლება
-
რა აქვს სათქმელი პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისთვის სასკოლო მათემატიკის 50-მდე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორს – მიმართვა
by ARIS.GE-განათლება