GE

„განათლების რეფორმა სწორედ ამისათვის წამოვიწყეთ“ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვვევა სამუშაო ძალის დეფიციტია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული განათლებასთან.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 16 ნოემბერს, ბიზნესასოციაციის კონფერენციის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

“რამდენიმე ძირითადი გამოწვევაა ბიზნესის წინაშე და ერთ-ერთი მთავარი არის სამუშაო ძალის დეფიციტი. შარშან და შარშანწინაც იგივე მაჩვენებელი იყო და წელსაც იგივე მთავარი პრობლემა დაფიქსირდა ბიზნესის მხრიდან ჩატარებულ კვლევაში – სამუშაო ძალის დეფიციტი.

სწორედ ამისათვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ წამოვიწყეთ განათლების რეფორმა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სერიოზული პრობლემები შეიქმნა განათლების სისტემაში, რაც საბოლოო ჯამში, დღეს უარყოფითად აისახება, ბუნებრივია, ბიზნესზე. ჩვენ ვგეგმავთ ამ ვითარების გამოსწორებასაც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ:

უფასო რეზიდენტურის შემოღების საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ გააქტიურდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური