SANGU-ს გუნდმა „საქართველოს უნივერსიადა 2026-ის ფარგლებში“ გამართულ ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „საქართველოს უნივერსიადა 2026”-ის ფარგლებში, ქუჩის ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდიც მონაწილეობდა.
SANGU-ს მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის გუნდმა ქუჩის ფეხბურთის ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებული თავისუფალი აგრარული უნივერსიტეტის გუნდი გახდა, ხოლო მესამე ადგილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა.
„საქართველოს უნივერსიადა 2026“ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
SANGU ულოცავს საკუთარ გუნდს მიღწეულ შედეგს და მომავალ სპორტულ შეჯიბრებებში წარმატებებს უსურვებს.
-
SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი