2024 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 12 სექტემბერს, იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს აქვეყნებს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2024-2025 სასწავლო წლისათვის.
საბაკალავრო პროგრამები
სამედიცინო მიმართულების პროგრამები
ქართულ ენაში მომზადების პროგრამები
გაერთიანებული პროგრამები
გამოცდების ცენტრი განმარტავს იმასაც, რომ ამ დოკუმენტებში მოცემულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაკეთებული პირველადი არჩევანი და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს.
“საბოლოო ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ ბუკლეტში ,,ცნობარი აბიტურიენტებისათვის“, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყებისთანავე გამოქვეყნდება”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე იხილეთ:
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე