რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
2026 წლის ერთინი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის დასრულებისას სისტემა აბიტურიენტს სთავაზობს რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის ამობეჭდვაც, როგორც NAEC-განმარტავს, მნიშვნელოვანია და აი რატომ:
“რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა ამობეჭდოს ან შეინახოს (pdf ფორმატში) რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციის დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტის შენახვა/ამობეჭდვა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ გაასაჩივროთ რომელიმე სარეგისტრაციო პროცედურა. ამ დოკუმენტის წარდგენის გარეშე რეგისტრაციასთან ან სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებულ საჩივარს ცენტრი არ განიხილავს”.
შესაბამისად იმისთვის, რომ აბიტურიენტი დაზღვეული იყოს მომდევნო პერიოდში შექმნილი პრობლემისგან, თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია, თუ ამ დოკუმენტს ჩამოტვირთავს, სასურველ დროს კი ამობეჭდვასაც შეძლებს:
როგორც 6 აპრილს EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს, აბიტურიენტმა აღნიშნული დასტური ნებისმიერი ცვლილების შემდეგ უნდა შეინახოს, რითიც ის დაზღვეული იქნება.
ასევე იხილეთ:
იხილეთ რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
