GE

სასწავლო-შემეცნებითი ტური რომში – „ევროპის უნივერსიტეტი“ კურსის „რომის სამართლის საფუძვლები“ სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს

„ევროპის უნივერსიტეტი“ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ესტუმრონ რომს და მონაწილეობა მიიღონ სასწავლო-შემეცნებით ტურში.

უნივერსიტეტის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, იტალიაში გასამგზავრებლად გამოცხადებული კონკურსი განკუთვნილია მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც მიმდინარე სემესტრში რეგისტრირებულები არიან კურსზე – „რომის სამართლის საფუძვლები“.

ვიზიტისას სტუდენტები გაეცნობიან რომის სამართლის მნიშვნელოვან გავლენას კონტინენტური ევროპის ქვეყნების სამართლებრივ სისტემებზე.

სტუდენტების შერჩევა ტესტირებისა და კურსის ფარგლებში მიღებული შუალედური შეფასების საფუძველზე მოხდება.

პირველი 7 კვირის ფარგლებში მიღებულ შუალედურ შეფასებას მიენიჭება შესაბამისი კოეფიციენტი, მაგ.: თუკი სტუდენტის მიერ მიღებული შუალედური შეფასების ჯამური ქულაა 33, მისი კოეფიციენტი განისაზღვრება 0.33-ით. ტესტირების შედეგად მიღებული ქულა გამრავლდება სტუდენტის კოეფიციენტზე და მიღებული ჯამი სტუდენტის საკონკურსო ქულას წარმოადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები სალექციო აუდიტორიაში (502), 25 ნოემბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

ტესტების შედგენისას გამოყენებული თემატიკა:

  • რომის სამართლის საგნის ცნება და მნიშვნელობა
  • რომის სამართლის წყაროები
  • რომის კერძო სამართალში პირთა სამართლებრივი მდგომარეობა
  • საჯარო წესის და სამართლის საფუძვლები ძველ რომში
  • მეურვეობა და მზრუნველობა რომის სამართალში
  • საქორწინო სამართალი რომში
  • საოჯახო სამართლის საფუძვლები

კონკურსის შედეგად  5 სტუდენტი შეირჩევა. შერჩეული სტუდენტები სასწავლო-შემეცნებით ტურს რომში 2026 წლის დეკემბერში გაივლიან.

სტუდენტების ვიზიტს რომში „ევროპის უნივერსიტეტი“ სრულად აფინანსებს.

კონკურსის დეტალური პირობებისა და კრიტერიუმების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური