3 274 გასაჩივრებული ნაშრომიდან ქულა 1 003-ს მოემატა, 2-ს კი დააკლდა – აბიტურიენტთა აპელაციის სტატისტიკა 2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად აბიტურიენტების მიერ გასაჩივრებული ნაშრომების სტატისტიკაც გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ წელს ყველაზე მეტი ნაშრომი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაასაჩივრეს.
NAEC-ის ცნობით, შეფასება შეიცვალა სულ 1005 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.89%-ია. ქულა მოემატა 1003 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 2 ნაშრომის შემთხვევაში.
აბიტურიენტთა აპელაციის დეტალური სტატისტიკა:
2025 წელს 113 326 ნაშრომიდან გასაჩივრდა 3274, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2.89%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა. არავის მოუმართავს საპრეტენზიო განაცხადით ფრანგულ ენაში.
გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:
ქართული ენა და ლიტერატურა -1297;
ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 29;
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 16;
ინგლისური ენა – 656;
რუსული ენა -10;
გერმანული ენა – 6;
ფრანგული ენა – 0;
მათემატიკა – 416;
ისტორია – 250;
გეოგრაფია – 43;
ბიოლოგია -241;
ქიმია – 64;
ფიზიკა – 14;
ლიტერატურა – 38;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 13;
სამოქალაქო განათლება – 181.
აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა პასუხების ფურცლის ნიმუშები 2026 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგნების მიხედვით
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
როგორ დავიბრუნოთ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი