GE

ხშირად დასმული კითხვები პირველ კლასში რეგისტრაციისთვის და ყველა პასუხი/რჩევები მშობლებს EMIS-ისგან

2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა დარჩენილია მნიშვნელოვანი ეტაპები: III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია; IV ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია; V ეტაპი – ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ.

იხილეთ: დეტალები და ვადები ეტაპების შესახებ და აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი

იხილეთ: პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი

EDU.ARIS.GE გიზიარებთ ხშირად დასმულ კითხვებს პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ და პასუხებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან (განათლების სამინისტროს ქვეუწყება):

1.რამდენ ეტაპად განხორციელდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის პირველ კლასში რეგისტრაცია?

  • 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის პირველ კლასში რეგისტრაცია განხორციელდება 5 ეტაპად (წინა წლების 4 ეტაპის ნაცვლად). დამატებულია ახალი — ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაციის ეტაპი.

2.როგორია პირველი კლასის რეგისტრაციის ეტაპები (დარჩენილი), ვადები და პროცედურა?

– III ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება ტერიტორიულობის პრინციპით, რაც გულისხმობს ბავშვის იმ საჯარო სკოლაში რეგისტრაციის შესაძლებლობას, რომელიც მდებარეობს ბავშვის რეგისტრაციის მისამართთან ახლოს.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.

ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაცია განხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი, ფოთი.

ელექტრონულ რეგისტრაციას მშობელი ახორციელებს ვებგვერდზე – registrationn.emis.ge

ელექტრონული რეგისტრაციის ვადა: 15 მაისი – 25 მაისი, 2026
დოკუმენტების წარდგენის ვადა: 27 მაისი – 12 ივნისი, 2026

იხილეთ: დეტალური ინფორმაცია III ეტაპის შესახებ

IV ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია, (ყველა კატეგორიის ბავშვებისთვის).
ელექტრონულ რეგისტრაციას თავად მშობელი ახორციელებს ვებგვერდზე – registration.emis.ge

რეგისტრაცია: 15 ივნისი – 3 ივლისი, 2026
დოკუმენტების წარდგენა: 6 ივლისი – 17 ივლისი, 2026

V ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება გამოთავისუფლებული ან თავისუფალი ადგილების შესაბამისად.

რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადა: 20 ივლისი – 31 ივლისი, 2026.

რეგისტრაციისთვის მშობელმა უნდა მიმართოს სასურველ საჯარო სკოლას. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

3.როგორ არის განსაზღვრული ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაციის (III ეტაპი) გეოგრაფიული არეალი და სასკოლო უბნები?

-დეტალური ინფორმაცია სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით:

თბილისი – 10 სასკოლო უბანი:

სასკოლო უბანი – ისანი;
სასკოლო უბანი – სამგორი;
სასკოლო უბანი – ვაკე;
სასკოლო უბანი – საბურთალო;
სასკოლო უბანი – დიდუბე;
სასკოლო უბანი – ჩუღურეთი;
სასკოლო უბანი – გლდანი;
სასკოლო უბანი – ნაძალადევი;
სასკოლო უბანი – მთაწმინდა;
სასკოლო უბანი – კრწანისი.

მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში. ასევე, თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებული ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს.

ქუთაისი -5 სასკოლო უბანი:

სასკოლო უბანი – ავტოქარხანა;
სასკოლო უბანი – გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი;
სასკოლო უბანი – ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა;
სასკოლო უბანი – ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია;
სასკოლო უბანი – ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი.

ბათუმი – 4 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი – ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი;
სასკოლო უბანი – ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი;
სასკოლო უბანი – თამარი, მწვანე კონცხი;
სასკოლო უბანი – გონიო, აეროპორტი, სამრეწველო.

რუსთავი – 3 სასკოლო უბანი:
სასკოლო უბანი – დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი – ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;
სასკოლო უბანი – გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.

რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს – აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.

4.როგორ ნაწილდება III ეტაპის ადგილების ლიმიტი?

II ეტაპის დასრულების შემდეგ დარჩენილი თავისუფალი ადგილები ნაწილდება შემდეგნაირად:

  • 80% – ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაციის ეტაპზე;
  • 20% – საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპზე.

რეგისტრაციის საყოველთაო ეტაპს ასევე ემატება III (ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაცია) ეტაპის შემდეგ დარჩენილი თავისუფალი ადგილებიც.

5.შეუძლია თუ არა მშობელს სხვა უბნის სკოლა აირჩიოს?

-თბილისში – სასკოლო უბნის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით (საფეხმავლო გზით).

-ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში – არჩევანი შესაძლებელია მხოლოდ ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში მდებარე სკოლებს შორის.

-დანარჩენ 8 ქალაქში (ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი, ფოთი) – ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაციის ეტაპზე, დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ შესაბამის ქალაქში რეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაბამის ქალაქში მდებარე ნებისმიერ საჯარო სკოლაში.

6.როგორ მიმდინარეობს III და IV ეტაპებზე ონლაინ რეგისტრაცია და რა მონაცემებს ავსებს მშობელი?

– პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ვებ-გვერდზე (registration.emis.ge)

მშობელი ვებგვერდზე ავსებს:

1. ბავშვის მონაცემებს – პირადი ნომერი, სახელი და გვარი;
2. საკუთარი მონაცემებს – მშობლის ტიპი (დედა/მამა/მეურვე/მზრუნველი), პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა;
3. ირჩევს ქალაქს და სასკოლო უბანს;
4. ირჩევს სასურველ სკოლას (ბავშვის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებული მისამართის შესაბამისად);
5. ირჩევს სექტორსა და ცვლას.

7.როგორ შეიძლება რეგისტრაციის მართვა და რა მიზნით გამოიყენება უნიკალური კოდი?

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მშობლის მითითებულ ტელეფონის ნომერსა და ელ. ფოსტაზე იგზავნება უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობით იგივე ვებ-გვერდის მისამართზე შესაძლებელია:

  • რეგისტრაციის გადამოწმება;
  • რეგისტრაციის გაუქმება.

8.სად შეიძლება გადამოწმდეს, რომელ სკოლაში აქვს ბავშვს რეგისტრაციის შესაძლებლობა რეგისტრაციის დაწყებამდე?

– რეგისტრაციის დაწყებამდე შესაძლებელია გადამოწმდეს, რომელ სკოლაში აქვს ბავშვს რეგისტრაციის შესაძლებლობა. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

9.სად არის ხელმისაწვდომი სკოლებისა და 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში მისაღების მოსწავლეების ლიმიტების შესახებ ინფორმაცია?

– 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში მისაღები მოსწავლეების ლიმიტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ვებ-გვერდზე

10.შესაძლებელია თუ არა ონლაინ რეგისტრაციის განხორციელება მობილური ტელეფონის მეშვეობით?

– დიახ, შესაძლებელია.

11.რა ხდება, თუ სასურველ სკოლაში ადგილები ამოიწურა?

– ადგილების ამოწურვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მშობელმა თვალი ადევნოს skolebi.emis.ge-ს, ვინაიდან მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო ან მშობლის მიერ, საკუთარი სურვილით, რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში შესაძლებელია გამოთავისუფლდეს ადგილი.

12.რა დოკუმენტაცია არის საჭირო ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად საჯარო სკოლაში წარსადგენად?

– საჯარო სკოლაში დარეგისტრირებული ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად, ბავშვის კანონიერმა წარმომადგენლმა სკოლაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

13.რა მოხდება, თუ დადგენილ ვადაში საჯარო სკოლაში ვერ წარადგენს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციას?

– ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, ბავშვის რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

14. მთავარი რჩევები მშობლებს — როგორ მოემზადონ ონლაინ რეგისტრაციის დღისთვის

იყავით მობილიზებულები, მოამზადეთ კომპიუტერული მოწყობილობები, წინასწარ გქონდეთ მომზადებული რეგისტრაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია/მონაცემები, წინასწარ გქონდეთ შერჩეული, ის საჯარო სკოლა, რომელშიც გსურთ ბავშვის დარეგისტრირება და თვალი ადევნეთ სკოლაში დარჩენილ თავისაფალ ადგილების შესახებ ინფორმაციას.

2026-20227 სსასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის პირველ კლასში რეგისტრაციის უფლება აქვს პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური