„პროფესიული დეფიციტების პრობლემა გვაქვს, რაც დაკავშირებულია განათლების სისტემის რეფორმასთან“ – ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემას „პროფესიული დეფიციტების პრობლემა“ აქვს.
მიხეილ სარჯველაძემ დღეს, 29 აპრილს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას ისაუბრა, თუ რა განაპირობებს ქართველი ონკოპაციენტების მიერ საზღვარგარეთ მკურნალობისთვის უპირატესობის მინიჭებას და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ჯანდაცვის სისტემაში პროფესიების დეფიციტი დაასახელა.
როგორც მან აღნიშნა, განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს იმ კადრების მომზადებაზე, რომლებიც ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის მაჩვენებელი, ვფიქრობთ, მაღალ პროცენტს არ შეადგენს. თუმცა, ნამდვილად უნდა დავეთანხმო მოსაზრებას, რომ პრობლემა მაინც საგულისხმოა და ამაზე ღიად ვსაუბრობთ და მონდომებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ – აი, ექიმებმა, რომლებიც მუშაობენ, დაიბრუნონ კუთვნილი მაღალი რეპუტაცია, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს. მიზეზთა შორის, რაც შეიძლება განაპირობებდეს უცხოეთში მკურნალობაზე უპირატესობის მინიჭებას – უნდა ჩამოვთვალოთ ეს მიზეზები და ჩემი სურვილია, რომ ამაზე ღიად ვისაუბრო. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ექიმების მიმართ, სამწუხაროდ, უმცირესობაში, მაგრამ არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც აქვთ ზოგიერთ შემთხვევაში კვალიფიკაცის, ზოგიერთ შემთხვევაში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები. დიახ, სამწუხაროდ, არის კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევა საქართველოში… იმავდროულად, პრობლემა გვაქვს პროფესიული დეფიციტების. ეს არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, იგივე განათლების სისტემის რეფორმასთან. ორიენტირი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, განათლების სისტემისთვის პირველ რიგში იმ კადრების მომზადება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის…“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ასევე იხილეთ:
კარდიოლოგიის რეზიდენტი: „ყურადღების მიღმა რჩება ის მიზეზები, რასაც ექთნების დეფიციტთან მივყავართ“
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება