ალტე უნივერსიტეტში International Staff Week 2026 დაიწყო
ალტე უნივერსიტეტში International Staff Week 2026 დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 27 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და დარგის პროფესიონალებს მასპინძლობს. სტუმრებს შორის არიან კოლეგები ლატვიიდან, ბულგარეთიდან, ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან და უზბეკეთიდან.
უნივერსიტეტის მიერ 29 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, წლევანდელი პერსონალის საერთაშორისო კვირეულის თემაა – „მონაცემებზე დაფუძნებული ინტერნაციონალიზაცია და ინოვაცია“, რომელიც უმაღლესი განათლების განვითარების თანამედროვე გზებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას ეხება.
კვირეულის პირველ სესიაზე მონაწილეებმა განიხილეს რეიტინგებისა და თვითშეფასების ინსტრუმენტების მნიშვნელობა ინსტიტუციურ განვითარებაში.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ვორკშოპები და სამუშაო შეხვედრები მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმსჯელონ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ერთობლივი პროექტები დაგეგმონ.
-
ალტე უნივერსიტეტმა და თსსუ-მ საერთაშორისო კონფერენციას – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი
-
29–30 ოქტომბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ (AIMCare 2026) გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ
by ალტე უნივერსიტეტი