CIU-ს განსაკუთრებული შეთავაზებები აბიტურიენტებს
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ:
- აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა პირველ პრიორიტეტად და მიიღე 40%-იანი შიდა გრანტი;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით, თუ შენი შეფასება 2000-ზე მეტია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღებ 100%-იან შიდა გრანტს, 1950-დან 2000 ქულის შემთხვევაში – 70%-იან შიდა გრანტს. აღნიშნული დაფინანსება არის სახელმწიფო გრანტის ანალოგი და მისი მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 2250 ლარს;
- ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, მიიღე 100%-იანი შიდა გრანტი;
- თუ ხარ ოქროსმედალოსანი, მიიღე 20%-იანი შიდა გრანტი, ხოლო ვერცხლის მედალზე – 10%.
CIU-ს შეთავაზებები დეტალურად იხილეთ ბმულზე
CIU-ს საბაკალავრო პროგრამები იხილეთ FB ბმულზე
აბიტურიენტთა ცნობარი იხილეთ ბმულზე
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი