„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ
28 აპრილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მონაწილეობდნენ.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 29 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციას ესწრებოდა 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) დელეგაცია. ღონისძიებაზე ასევე მიწვეული იყვნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრა დარგში არსებული გლობალური გამოწვევებისა და რეგიონული განვითარების პერსპექტივების განხილვას დაეთმო. ფორუმის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ვეტერინარიის სფეროს როლზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის პროცესებში.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა სავეტერინარო განათლების მნიშვნელობას, რის შემდეგაც საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა დირექტორმა, ემანუელ სუბეირანმა „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ მაია კერესელიძეს დარგში მიღწეული შედეგებისთვის ჯილდო გადასცეს. ასევე, დაჯილდოვდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის პროგრამის წარმატებული სტუდენტები.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ხაზს უსვამს „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მაღალ რეპუტაციას და მიუთითებს პროგრამის შესაბამისობას თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებთან.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი