„ევროპის უნივერსიტეტის“ ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონია
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 აპრილს გამართულ ფინალურ მატჩში „ევროპის უნივერსიტეტის“ გუნდი „ბათუმს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით, 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტმა“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული წაუგებლად მოიპოვა და თასი შეინარჩუნა.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი