GE

5 დაგვიანებული აბიტურიენტი – ქართულის გამოცდის პირველი სესიის შედეგი

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 დაგვიანების ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ის განუცხადა გამოცდებზე სულ 5-მა აბიტურიენტმა დააგვიანა. აქედან 2 დაგვიანების ფაქტი თბილისში დაფიქსირდა, 2 თელავში 1 კი ბათუმში. თელავის კორესპონდენტის ცნობით, ერთმა 30 წუთით დააგვიანა, მეორემ კი 40–ით.

მისივე თქმით, ამ დრომდე ეროვნულ გამოცდებზე სხვა ტექნიკური ხარვეზები ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა.

,,იმათ ვინც რეგისტრაციაზე დაიგვიანა, არ გვქონდა საშუალება სექტორებში შეგვეშვა. მოხსნის ფაქტი არ ყოფილა, ჯერ-ჯერობით ყველაფერი  ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არსად არანაირი, თუნდაც ოდნავი ტექნიკური შეფერხება არ ყოფილა. ცხრა ათასივე აბიტურიენტი ძალიან მშვიდ ვითარებაში მუშაობს. მოგეხსენებათ, ტექნიკასთან გვაქვს საქმე და შეიძლებოდა რომელიმე კომპიუტერი მწყობრიდან გამოსულიყო. სარეზერვო კომპიუტერებიც გვაქვს, მაგრამ არცერთის გამოყენება არ დაგვჭირდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გადამყვანს ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ეს რეგისტრაციის პროცეშივე გამოვლინდა და აბიტურიენტს მუშაობაში ხელი არ შეშლია. არც ელექტროენერგიის პრობლემა ყოფილა,”- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

ეროვნული გამოცდების პირველი დღის პირველ სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 3% არ გამოცხადდა

რა საკითხები შეხვდათ ქართულის პირველ სესიაზე გასულ აბიტურიენტებს – პირველი შეფასებები

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური