GRUNI-მ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თურქულ კომპანიასთან — „SDATAM BİLİŞİM TEKNOLOJİLERİ ve GÜVENLİĞİ LTD.ŞTİ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
უნივერსიტეტის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო, აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა და სასწავლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე ინდუსტრიულ მოთხოვნებთან.
თანამშრომლობა მოიცავს:
- სტუდენტებისთვის სტაჟირების, პრაქტიკისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების შექმნას;
- სასწავლო პროგრამების განახლებას, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით;
- ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზებას;
- ერთობლივი პროექტებისთვის ლაბორატორიული და ტექნოლოგიური რესურსების გაზიარებას;
- კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და მენტორინგის შესაძლებლობების განხილვას.
შეთანხმება ქმნის საფუძველს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდული პოლიტიკა“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა შვეიცარიულ კომპანია CURADEN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში სტუდენტური კონფერენცია – „ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი“ გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი