უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში.
სიახლეები საგანმანათლებლო პროგრამაზე პირველკურსელების ჩარიცხვის პრინციპს უკავშირდება.
რა უნდა იცოდეთ ჩარიცხვის პროცესზე
გივი მიქანაძის ბრძანების თანახმად:
თუ რამდენიმე აბიტურიენტს ერთსა და იმავე აკადემიურ პროგრამაზე მოსახვედრად საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელ საგნებში, მათ შორის პრიორიტეტულ საგანში, მოპოვებული აქვს თანაბარი საკონკურსო ქულა და მათი ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილთა რაოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად;
ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
რა უნდა იცოდეთ აბიტურიენტთა რანჟირების დოკუმენტში შეცდომის შესახებ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტის დამტკიცებამდე გამოვლინდა, რომ აბიტურიენტების მონაცემთა ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების ასახვის დროს ცენტრის მიერ არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი, რომელიც შეცდომის დაუშვებლობის შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ამის შედეგად არცერთი სხვა აბიტურიენტის ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი/მათი მდგომარეობა, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში, ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის ჩარიცხვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება მისაღებ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტების ჩასარიცხად.
ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის გივი მიქანაძის ბრძანება
ასევე იხილეთ:
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო შრომის ბაზრის ანალიზის დოკუმენტს აქვეყნებს
by ARIS.GE-განათლება