„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა უნგრეთში, „ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში“ პრაქტიკა გაიარეს
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტების პროფესიული პრაქტიკა უნგრეთში, „ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში“ დასრულდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტუდენტებმა, სპეციალურად მათთვის შედგენილი პროგრამის ფარგლებში, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაში ბავშვთა/მოსწავლეთა განვითარებასა და თავისებურებებთან დაკავშირებული საკითხები გაიარეს. ესტუმრნენ საბავშვო ბაღს და სკოლას – ორივე დაწესებულებაში ჰქონდათ საშუალება, დაკვირვებოდნენ ტიპური განვითარებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების/მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესსა და ინკლუზიური განათლების პრაქტიკას.
ლექცია-სემინარებზე ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა განიხილეს ბავშვის ნახატში სოციალურ-ემოციური განვითარების თავისებურებები, PAIR მეთოდით ნახატის გაანალიზება და რეფლექსური აზროვნების უნარი. გაიგეს, როგორ რეაგირებენ ბავშვები მშობლებისგან ფსიქოლოგიური დაუცველობის პირობებში.
ამასთანავე, სტუდენტებმა პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეები დაათვალიერეს და კონკრეტულ ქეისებზეც იმუშავეს.
პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დარგის პროფესიონალების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და შემაჯამებელი შეხვედრაც გაიმართა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანია მათი პროფესიული წინსვლისა და საერთაშორისო ცოდნის გაზიარებისთვის.
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი