GE

5 სამოდელო სკოლაში ახალი პროექტის დანერგა იწყება

2011-2012 სასწავლო წლიდან თბილისის 5 სამოდელო სკოლაში პროექტის “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში” დანერგვა დაიწყება.

პროექტი ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა: მათი მონაწილეობა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებში და ჩართვა სპორტულ აქტივობებში.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები თბილისის 5 სამოდელო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და ზემოაღნიშნული პროექტი გააცნეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება სკოლების დირექტორებისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებისთვის შინაარსისა და მეთოდოლოგიური მიდგომების გაცნობის მიზნით. პროექტის მსვლელობისას დადგინდება პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და საჭიროებები და მათთვის შემუშავდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; გარდა ამისა, უშუალოდ გაკვეთილზე მოხდება მასწავლებელთა დახმარება კონკრეტული სავარჯიშოების და პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით. დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება მშობლებთან, სპეციალურად მათთვის შემუშავდება დამხმარე მასალები.

პროექტის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდება რეკომენდაციები ანალოგიური პროექტის სხვა სკოლებში განსახორციელებლად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური