GE

საკონსულტაციო შეხვედრა ბიოლოგიის სასკოლო სახელძღვანელოების ავტორებთან

ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული “საქართველოში აივ პრევენციის პროექტის” (GHPP) მხარდაჭერით, აწყობს საკონსულტაციო შეხვედრას ბიოლოგიის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან.

საქართველოს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების სწავლება განსაზღვრულია, როგორც ზოგადი განათლების განუყოფელი ნაწილი.

საკონსულტაციო შეხვედრაზე მოხდება GHPP-ის ფარგლებში შემუშავებული ცხოვრების ჯანსაღი წესის კონსოლიდირებული სასწავლო პროგრამის გაცნობა, ასევე კონსულტაციების გაწევა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხების ასახვა სასკოლო სახელმძღვანელოებში.

შეხვედრაზე წარმოდგენილი კონსოლიდირებული სასწავლო პროგრამის პილოტირება განხორციელდა თბილისის 14 და თელავის 7 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. პილოტის ეფექტურობა დაადასტურა თანმხლებმა ოპერაციულმა კვლევამ, რომლის საფუძველზეც მომზადდა რეკომედანცია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ, აივ პრევენციის პროექტის ტექნიკური მხარდაჭერით, მოახდინოს ცხოვრების ჯანსაღი წესის სასწავლო პროგრამის ინტეგრირება სასკოლო კურიკულუმში და შემდგომში მისი საბოლოო ინსტიტუციონალიზაცია.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული “საქართველოში აივ პრევენციის პროექტის” (GHPP) მიზანია მაღალი რისკის ჯგუფებში აივ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობაში ინფექციის გავრცელება.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოახდინოს აივ პრევენცია ახალგაზრდებში, რომლებიც ინფექციის გავრცელების შესაძლო საფრთხის წინაშე იმყოფებიან. სწორედ ამ მიზნით, GHPP საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობას. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს ცხოვრების ჯანსაღი წესის კონსოლიდირებული სასწავლო პროგრამის შემუშავება და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მისი დანერგვა.

საკონსულტაციო შეხვედრა შედგება 16 დეკემბერს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური