GE

ტრენინგი ამერიკის კვლევითი ინსტიტუტების ილიონოსის ოფისში

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი 2011 წლიდან თანამშრომლობს ამერიკის კვლევით ინსტიტუტებთან (American Institutes for Research), რომელიც განათლების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციადაა აღიარებული როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში.
2011 წლის ივნისში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის ჯგუფის საგნობრივი ექსპერტები იმყოფებოდნენ ჩიკაგოში, ამერიკის კვლევითი ინსტიტუტების ილინოისის ოფისში. ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტისას ცენტრის ექსპერტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, რომლებიც ეხებოდა სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სტანდარტების განვითარებას, მოსწავლეთა შეფასების სისტემის დახვეწას და სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგნობრივი გზამკვლევების შემუშავებას. ექსპერტები გაეცნენ და მოიპოვეს სასარგებლო დამხმარე რესურსები წიგნიერების/კითხვის უნარის განვითარებაში დაწყებით საფეხურზე.

ამერიკის კვლევითი ინსტიტუტების ორგანიზებით, ცენტრის ექსპერტები ეწვივნენ “ტიპლ რანის” (“Teeple Run”) დაწყებით საჯარო სკოლას, დაათვალიერეს სკოლის შენობა, გაეცნენ სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების პრინციპებს და დაესწრნენ საზაფხულო სკოლის კითხვის გაკვეთილებს. მოეწყო შეხვედრა სკოლის დირექტორსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებთან, ასევე სასკოლო ოლქის წარმომადგენლებთან.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს თანამშრომლობა ამერიკის კვლევით ინსიტუტებთან სასწავლო გეგმების განვითარებისა და კვლევების მიმართულებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური