GE

5 თავსატეხი გენიოსებისთვის – გამოცნობისთვის მხოლოდ 30 წამი გაქვთ

ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა. ისინი გონების ერთგვარ სავარჯიშოს წარმოადგენენ. გთავაზობთ თავსატეხებს, რომელთა საშუალებითაც თქვენი ყურადღების შეფასებას შეძლებთ. მაშ ასე, დაიწყეთ! სწორ პასუხებს კი სულ ბოლოს გაგიმხელთ:

1.რომელი სიმბოლო უნდა იყოს კითხვის ნიშნის ადგილას?

ქვედა რიგში ყვითელ ფონზე სწორი პასუხის ვარიანტებია წარმოდგენილი.

2. როგორ გავყოთ ეს ფიგურა 4 ტოლ ნაწილად?

3.იპოვეთ არასწორი კუბიკი

4. იპოვეთ ასო ,,A” 4-იანებს შორის

5. რომელი ციფრი უნდა იყოს კითხვის ნიშნის ადგილას?

ქვედა რიგში სწორი პასუხის ვარიანტებია წარმოდგენილი.

ესეც დაპირებული სწორი პასუხები

1. პირველი ფიგურა არის სწორი პასუხი. სინამდვილეში, ამ ნახატზე ციფრებია დამალული. თქვენ დაბნევას მათი სარკისებური ანარეკლი შეძლებდა. ხოლო თუ თქვენ ამოცანის არსს მიხვდით, მაშინ გართულებების გარეშე ამოხსნით მას და დაადგენთ, რომ 1-ისა და 3-ის ჯამი 4-ს შეადგენს.

2. სინამდვილეში ამ ფიგურის 4 ტოლ ნაწილად გაყოფა არც თუ ისე რთულია. უბრლოდ ისინი ოდნავ არასტანდარტულია. თვითონ ნახეთ.

3. ეს ყურადღების შესაფასებელი საკმაოდ ჩვეულებრივი ამოცანაა, თუმცა ის არც თუ ისე მარტივია. თუ თქვენ მაინც ვერ მოახერხეთ არასწორი კუბიკის პოვნა, მაშინ სწორ პასუხს გთავაზობთ. კუბიკი 7 წერტლით არ არსებობს.

4. ეს ყურადღების შესაფასებელი ტიპური ამოცანაა. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ამ ასოს პოვნა, აი ისიც!

5. სწორი პასუხი იქნება 10, ვინაიდან სხვაობა ყოველ წყვილ მეზობელ ციფრს შორის ყოველთვის 1-ით იზრდება. ვინაიდან სხვაობა 7-სა და 5-ს შორის არის 2, 5-სა და 8-ს შორის არის 3, 8-სა და 4-ს შორის არის 4, 4-სა და 9-ს შორის – 5, ხოლო 9-სა და 3-ს შორის არის 6, შესაბამისად მომდევნო სხვაობა ციფრებს შორის უნდა იყოს 7-ის ტოლი. ამ პირობას კი 3 და 10 შეესაბამება.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური