51-ე სკოლის დირექტორი ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება – „მარიამ სარალიძე ჩემთან იმყოფება“
მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან მიმდინარე აქციას 51-ე სკოლის მოსწავლეების ნაწილი შეუერთდა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვა. სარალიძის თქმით, მისი გარდაცვლილი შვილის მეგობრები სასამართლოდან “გაიტაცეს” და მათ აქციაზე მისვლის საშუალება არ ეძლევათ. მისივე თქმით, სხვა მეგობრები, სკოლის მოსწავლეები, “დატუსაღებული ჰყავთ სკოლაში” და მოითხოვა, რომ მოხდეს მათი გამოშვებაც.
„51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემ და მისი მეგობრის გვერდით დგომის უფლებას,“- აღნიშნა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის ამ განცხადებას 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე ეხმაურება. 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი EDU.ARIS.GE–სთან ამბობს, რომ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილისთვის სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია.
“ზაზა სარალიძის მეორე შვილი, რომელიც ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეა, სკოლაში ჩემთან ერთად იმყოფება, რადგან ზაზამ გამოაცხადა, რომ დაგვეცვა უსაფრთხოება. საგაკვეთილო პროცესი ორის ნახევარზე დასრულდა და ამ დროისათვის გაკვეთილები მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს უტარდებოდათ. აქცია კი 3 საათზე დაიწყო და როგორ შეიძლება ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს. ჯერჯერობით, მე, 6-საათამდე სკოლაში ვარ, ამის ვალდებულება მაქვს. მარიამი, ზაზა სარალიძის შვილი, ჩემთან არის, იმიტომ რომ ზაზამ პირდაპარი ეთერით მოგვიწოდა, რომ უსაფრთხოება დაგვეცვა და ჯერჯერობით მარიამიც ჩემთან ერთად არის”, – განაცხადა 51-ე სკოლის დირექტორმა.
ჩვენს კითხვაზე გეგმავს თუ არა სკოლის დირექტორი თავადაც მივიდეს აქციაზე, პასუხობს: “ვნახოთ, როგორ იქნება”.
-
„შეუძლებელია, ეს შრომის ბაზარს ეკარნახა“ – არგუმენტები უნივერსიტეტებში პროგრამების განაწილებაზე განათლების მკვლევრისგან
by განათლებული ბლოგი
-
„საგანი დემოგრაფია უნივერსიტეტებში და სახელმძღვანელო სკოლებში“ – იდეა პარლამენტში გაჟღერდა
by ARIS.GE-განათლება
-
„დამატებით 1010 ადგილს მივიღებთ“ – რატომ ვერ ხედავს დევნილი უნივერსიტეტის რექტორი დაწესებულების „ლიკვიდაციის“ საფრთხეს
by ARIS.GE-განათლება