როგორ გავაფორმოთ საკლასო ოთახი ახალი სასწავლო წლისთვის – იდეები დამრიგებლებს
2026-2027 სასწავლო წელი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რამდენიმე დღეში დაიწყება. განათლების სპეციალისტი, თბილისის 45-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ანა კვიჟინაძე დამრიგებლებს ახალი სასწავლო წლისთვის საკლასო ოთახის გაფორმების რამდენიმე კრეატიულ იდეას აწვდის.
როგორ გააფორმოთ საკლასო ოთახი? – პირველ რიგში, მნიშვნელოვანია:
შეარჩიოთ მშვიდი და სასიამოვნო ფერები, რომ ოთახი მოსახერხებელი და სასიამოვნო გახდეს;
განათავსეთ კედელზე პოსტერები და ინსპირაციული ციტატები, მოკლე, პოზიტიური ფრაზები, რომლებიც მოსწავლეებს გაამხნევებს;
სეზონური დეკორი – შემოდგომის ფოთლები, ზაფხულის მოგონებების კედელი ან „სექტემბრის კალენდარი“;
მოაწყვეთ სასწავლო კუთხე. გააკარით, საკლასო წესების პლაკატი – მოსწავლეებთან ერთად შექმნილი, რომ მათაც ჰქონდეთ მონაწილეობის განცდა;
განათავსეთ რესურსების დაფა – სასარგებლო მასალებით (სიტყვების კედელი, მათემატიკური ფორმულები, რუკები);
მოაწყვეთ წიგნის კუთხე – პატარა თარო ან კალათა წიგნებით, რომ ბავშვებმა თავისუფალ დროს კითხვა შეძლონ და/ან შეეხონ წიგნებს;
ოთახის გამწვანებაც შეიძლება, ბუნებრივი გარემოს შესაქმნელად. პატარა ყვავილი ან ქოთნის მცენარე ოთახს სიცოცხლეს შემატებს და სისუფთავის განცდას გაზრდის;
ფარდები და ნათურა ისეთი შეარჩიეთ, რომ ოთახი რაც შეიძლება ნათელი იყოს;
კარგი იქნება „ჩემ შესახებ“ კედელი – თითოეულ მოსწავლეს მიეცეს საშუალება, შეავსოს პატარა ბარათი თავისი ინტერესებით, სურათით ან ნახატით;
საერთო ნამუშევრებისთვის კუთხე – სადაც მოსწავლეთა ნაშრომები გამოიფინება;
მიზნების კუთხე – სადაც ბავშვები დაწერენ, რას ელიან ახალ სასწავლო წელს.
წარმატებული სასწავლო წელი!
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება