„აღსრულდეს სამართალი!“ – 51-ე სკოლის მოსწავლეები პროკურატურასთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ და დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ
51–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის კლასელები საქართველოს პროკურატურასთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ, სადაც მოკლული სარალიძის მამის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
სკოლის მოსწავლეთა მოთხოვნებია: აღსულდეს სამართალი, შეიცვალოს სისტემა, გადადგეს მთავარი პროკურორი.
“დათოს მკვლელები დაიჭიროს ამ სისტემამ, თუ არადა, ეს სისტემა დაინგრევა! სასამართლოს განაჩენმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ უსამართლობა მეფობს და სისტემა უნდა დაინგრეს. ჩვენ ვდგავართ ზაზა სარალიძის მამის გვერდით და მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. ქვეყანაში უსამართლობა მეფობს”, – ამბობენ მოსწავლეები.
„მინდა კითხვით მოგმართოთ, დამტკიცდა თუ არა, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე ფარსი, დამტკიცდა თუ არა რომ ეს საქმე თანამდებობის პირების დაინტერესებას იმდენად იწვევს, რომ უკვე შეკვეთილ, შეკერილ საქმესაც კი დაემსგავსა.
„მინდა გითხრათ რომ, ახალგაზრდები არ მოვითმენთ იმ ქმედებებს რომელსაც ახორციელებს თუნდაც სასამართლო, თუნდაც პროკურატურა. ჩვენ მოვითხოვთ, დადოთ სამართლიანი განაჩენი. ჩვენ ახალგაზრდები ვიდგებით ზაზა სარალიძის გვერდით“.
დღეს მოსამართლე ეკა არეშიძე განაჩენი გამოაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლო დაკავებული ბრალდებულებიდან დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ არც ერთს არ მიიჩნევს.
კერძოდ, საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია:
2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში. ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
51-ე სკოლის დირექტორი ზაზა სარალიძის განცხადებას ეხმაურება – „მარიამ სარალიძე ჩემთან იმყოფება“
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- სკოლების ავტორიზაციის საბჭო კიდევ 5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხს 27 ნოემბერს განიხილავს by ARIS.GE-განათლება
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე