ცვლილებები მასწავლებლის სქემაში – კანონში გაიწერა, თუ ვინ ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესახებ.
სხვა სარედაქციო ცვლილებებთან ერთად, სქემას დაემატა ახალი ჩანაწერები და შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების უფლების გამონაკლისი შემთხვევები.
კერძოდ, უკვე კანონით განისაზღვრა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლების მქონე მასწავლებელი უფლებამოსილია დაწყებით საფეხურზე ასწავლოს საგანი − „მე და საზოგადოება.
“ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლების მქონე მასწავლებელი არის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და უდასტურდება აღნიშნული საგნების დაწყებით საფეხურზე (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება“, – წერია ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დადგენილებაში.
სხვა ცვლილებები წაიკითხეთ პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში
ამავე თემაზე:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება