6 რეკომენდაცია აბიტურიენტებს 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის
4 მარტიდან 2024 წლის აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია შეუძლიათ.
როგორ გადავიხადოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2024 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მათთვის უკვე ხელმისაწვდომია რეგისტრაციის ინსტრუქცია და ეტაპები, რომელიც თანმიმდევრულად უნდა გაიარონ.
გარდა აღნიშნულისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც აძლევს, რომლებიც სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
მაშ ასე, ვიდრე საბოლოო არჩევანს დააფიქსირებთ, უნდა იცოდეთ შემდეგი:
– აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
– აკრედიტაციის ვადები;
– გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
– მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი (კოეფიციენტების მინიჭებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამისათვის მეტად თუ ნაკლებად პრიორიტეტულ საგამოცდო საგნებს, საკონკურსო ქულები სწორედ კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება);
– საგანთა პრიორიტეტი, (რაც მნიშვნელოვანია და გულისხმობს შემდეგს):
საგანთა პრიორიტეტის გათვალისწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი აბიტურიენტი დააგროვებს ერთნაირ საკონკურსო ქულას საგანმანათლებლო პროგრამისათვის გამოყოფილი ადგილების მიჯნაზე. მაგალითად: კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არის ოცი ადგილი. ცხადია, სწავლის გაგრძელების უფლება უნდა მოიპოვოს საუკეთესო შედეგის მქონე ოცმა აბიტურიენტმა, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მინიჭებულ პრიორიტეტული საგნის გამოცდაში.
შეგახსენებთ, რომ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენა და თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024